შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს გზაზე ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივებმა მარადმწვანე ხეების მოჭრის ფაქტი გააპროტესტეს
08.06.2017
უკან დაბრუნება
წყალტუბოს გზაზე ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივებმა მარადმწვანე ხეების მოჭრის ფაქტი გააპროტესტეს, მათი თქმით ადგილზე მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვა აქ დასახლებულთათვის ჰაერის უკმარისობის პრობლემებს შექმნის, მოსახლეობის მოთხოვნას პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა სოლიდარობა გამოუცხადა და ხეების მოჭრა კანონდარღვევად შეაფასა. წულაიას კრიტიკას არ იზიარებს შპს მარადისობა 2010 ის დამფუძნებელი ბესიკ დეისაძე რომელიც ტერიტორიის მფლობელია მისი თქმით ადგილი სადაც ხეები იჭრება 2010 წლიდან მისი საკუთრებაა და ხეების მოჭრისთვის ნებართვა აუცილებელი არ იყო.