შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი ქუთაისში საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა
05.06.2017
უკან დაბრუნება
ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი ქუთაისში საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა. ხეცურიანმა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო, ახალგაზრდა კალათბურთელებს ზაზა ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი საკალათბურთო ამუნიცია („გოლდენ სტეიტის“ მაისურები), ბურთები გადასცა. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ქუთაისში 18-წლამდელ მოთამაშეებს შეხვდა. მათთან საუბრის ძირითადი თემა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, Fair Play-ს პრინციპების შენარჩუნება და კალათბურთში განათლების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ ხეცურიანის გარდა, აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდნენ ვეტერანი კალათბურთელები და იმერეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.