შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“თავისუფლება უკეთილშობილეს მასწავლებელს მუსტაფა ემრე ჩაბუქს“ ამ მოთხოვნით გაერთიანებულები დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ
05.06.2017
უკან დაბრუნება
“თავისუფლება უკეთილშობილეს მასწავლებელს მუსტაფა ემრე ჩაბუქს“ ამ მოთხოვნით გაერთიანებულები დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ, ბრიფინგს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის რამდენიმე პედაგოგი ,მშობელი და მოსწავლე დაესწრნენ, მათ დაკავებულ პედაგოგზე დადებითად ისაუბრეს და ტერორიზმის ბრალდებით დაკავების მოტივი დაგმეს,ბრიფინგის მონაწილეებმა კომპეტენტურ ორგანოებს საქმიოს ობიექტურად შესწავლისაკენ მოუწოდეს.დაკავებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს,გიორგი სანტურიანის მტკიცებით არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ არასათანადო მოპყრობას ექნება ადგილი ამიტომ დაცვის მხარე მოითხოვს რომ მისი ექსტრადირება არ მოხდეს.