შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როდის გაიხსნება ზესტაფონი ქუთაისის დამაკავშირებელი გზა ?
13.11.2015
უკან დაბრუნება
სტიქიის შედეგად თერჯოლაში დაზიანებული გზა სავარაუდოდ დღეს საღამოს გაიხსნება. თუმცა აღდგენით სამუშაოებზე პრობლემები შეიქმნა. ისევ ადიდდა მდინარე ჩხარა, რამაც დაზიანებულ მონაკვეთზე წყლის მოვარდნა გამოიწვია.ორი დღის წინ რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. ამ დროსითვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი,აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.