შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ქუთაისში
23.05.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ გრძელდება. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ამჯერად, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას აქვს. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ”ვეფხისტყაოსნის” გადაწერის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძეც შეუერთდა. პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ 15 მაისს , ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო.