შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
23.05.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდი თბილისში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის "ბედნიერი სახლის" აშენებას გეგმავს. სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად თანხები ჯერ მოძიებული არ არის. არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რომელიც ცენტრის ასაშენებლად პრემიერ მინისტრმა გადასცა. ფონდში ამ დროისთვის 55 ბავშვი გადის რეაბილიტაციას ნაქირავებ შენობაში. ქუთაისის მერია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზების კუთხით ფონს აქტიურად უდგას გვერდით. დღესვე ქუთაისის მერიას, იმერეთის გუბერნიასა და ფონდს შორის მომავალი თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.