შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თერჯოლის სოფელ ძევრისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
20.05.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თერჯოლის სოფელ ძევრისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. საჯარო სკოლებზე რამდენიმე წელია მზრუნველობს საერთაშორისო ორგანიზაცია „მაკლეინი ბავშვებისათვის“, რომელიც სკოლებს სხვადასხვა აქტივობებს უფინანსებს. ქუთაისის მერმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ძევრის და დუისის მოსწავლეები ხშირად მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დგამენ ერთობლივ სპექტაკლებს, ეჯიბრებიან სპორტულ თამაშებში და სხვა. ქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ ისინი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.