შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორი და ქალაქის მერი გამარჯვებულ მოჭადრაკეებს შეხვდნენ
19.05.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში 8 – 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის, იმერეთის რეგიონმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეებმა 15 საპრიზო ადგილი დაიკავეს, მათ შორის: 6 – I ადგილი; 4 – II, და 5 – III ადგილი. იმერეთის ჭადრაკის ფედერაციას რეგიონთა შორის გამარჯვებულის თასი გადაეცა. დღეს გამარჯვებულ მოჭადრაკეებსა და მათ მწვრთნელებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღლია, ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე და ჭადრაკის იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე შეხვდნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩემპიონებს წარმატება მიულოცეს და სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში დახმარებას დაპირდნენ.