შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა
18.05.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა. პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს, სამი ძირითადი განზომილებით, საარჩევნო, ინსტიტუციური და საპროგრამო განზომილებით აფასებს. თითოეული განზომილება ინდიკატორების ერთობლიობას მოიცავს, რომელთაც კონკრეტული ქულა აქვთ მინიჭებული. საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად 2014 წელს NIMD-ის საქართველოს ოფისის მიერ ჩატარდა.