შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აშშ-ს ეკრძალება მხარი დაუჭიროს ქვეყანას რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
04.05.2017
უკან დაბრუნება
აშშ-ს ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში რომელიც აშშ პალატამ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო.დოკუმენტის თანახმად ამერიკულ სახელმწიფო უწყებას ეკრძალება ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ამ ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული.თემაზე დღეს შეფასებები პარლამენტში გააკეთეს მმართველ გუნდში ფაქტს საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერად აფასებენ, პოზიტიური კომენტარები გაკეთდა ევროპულ საქართველოშიც.სერგო კაპანაძე მიიჩნევს რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ანექსიურ ქმედებებთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა შეიმუშაოს.