შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ აფასებენ პარლამენტარები ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანის საკითხს
04.05.2017
უკან დაბრუნება
„ქუთაისიდან პარლამენტის დაბრუნება თბილისში ეს არის დაბრუნება საბჭოთა მუნიციპალიტეტში“ . ასე აფასებს ევროპული საქართვერლოს წევრი სერგო რატიანი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანის საკითხს, მისი თქმით კონსტიტუციაში ცვლილება მთავრობას სჭირდება სწორედ პარლამენტის ადგილმდებარეობის შესაცვლელად, რატიანის მოსაზრებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.დავით მათიკაშვილი , დაბეჯითებით აცხადებს რომ კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღება არ ნიშნავს პარლამენტის ავტომატურ გადატანას, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის სისრულეში მოყვანამდე საპარლამენტო ორგანო ქუთაისში დარჩება.