შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჯარო შეხვედრა ქუთაისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს
04.05.2017
უკან დაბრუნება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში აუდიტის მიერ გამოვლენილ ძირითად ხარვეზებზე ისაუბრეს.აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებ-პლატფორმის ბიუჯეტის მონიტორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საჯარო განხილვები მსგავსი ფორმით საქართველოს ოთხ ქალაქში ზუგდიდში, ოზურგეთში , ბათუმსა და თბილისში გაიმართება.