შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელები და მწვრთნელები სტუმრად მერიაში
03.05.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელები და მწვრთნელები დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს შეხვდნენ. მათ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს. ქუთაისის გუნდმა თბილისის ,, დინამო" 86:77-ით დაამარცხა. „ქუთაისი 2010“-მა ქვეყნის თასი მეორედ მოიპოვა. ,,ბიჭებმა შეძლეს და ეს თასი უკვე მეორედ მოიპოვეს. ძალიან მიხარია და მინდა ეს წარმატება მივულოცო ყველა იმ ადამიანს ვისი დაუღალავი შრომითაც ხდება ამ შედეგის მიღწევა და რათქმაუნდა გულშემატკივრებს ვუთხრა მადლობა. მიხარია, რომ ქუთაისს სპორტის უმეტესობა სახეობაში აქვს დიდი წარმატებები."- აღნიშნა ქუთაისის მერმა