შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თეატრალიზებული წარმოდგენა პერფომანსი „გვირილობა 2017“ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა
03.05.2017
უკან დაბრუნება
თეატრალიზებული წარმოდგენა პერფომანსი „გვირილობა 2017“ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ფლეშმობით, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, საბალეტი და სამეჯლისო ცეკვების შესრულებით იყო დატვირთული. მასში მონაწილეობას კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების, ფოლკლორის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. თეატრალიზებული წარმოდგენა მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.