შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში „აკაკის ხეივანი“ გაიხსნა
19.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში „აკაკის ხეივანი“ გაიხსნა. აკაკი წერეთლის სახელობითი ხეივანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ გახსნეს. უახლოეს ხანში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკს ასევე ქართველ და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება. აღნიშნულ პარკში უკვე არსებობს ქართველი მწერლების ოტია იოსელიანის და რეზო ჭეიშვილის ხეივანი. ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეები დაესწრნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში , ასევე ქუთაისის მერიის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.