შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ვერცხლისწყლის კამპანიის ფარგლებში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
19.04.2017
უკან დაბრუნება
ვერცხლისწყლის კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი დღეს აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ინიციატივა ვერცხლისწყლის თემატიკით 2016 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება.მისი მიზანი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვაა. აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით ხორციელდება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.