შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ
13.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ.ისინი კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ეწინააღმდეგებიან სადაც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია განსაზღვრული. ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანის პროტესტს არასამთავრობო სექტორთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ და აცხადებენ რომ პარლამენტის თბილისში გადატანა ქუთაისის განვითარებას შეაფერხებს. საინიციატივო ჯგუფი კონსტიტუციაში 48-ე მუხლის დატოვების მოთხოვნით აქციებს სხვადასხვა ფორმით პერმანენეტულად გამართავს და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს