შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი „ქუთაისი“-ბათუმის „ბათუმი“-81:79
13.04.2017
უკან დაბრუნება
-სუპერლიგის 26-ე ტური ქუთაისში დაიწყო. იმერულმა კლუბმა დასავლურ დერბიში „ბათუმს“ უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში - 81:79 სძლია. ქუთაისელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, თუმცა წაგებას გადაურჩნენ. არადა, მეორე პერიოდში მასპინძლებმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (37:20) და თითქოს საფრთხეც არ ემუქრებოდათ, თუმცა სუპერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილსი მყოფმა „ბათუმმა“ ბოლომდე იბრძოლა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე ზღვისპირელები 4 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. მატჩის ბოლო წუთი დაიწყო და გიორგი ბარბაქაძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო საპასუხო შეტევაში ბათუმელთა უკანახაზელმა - ბესო ლეჟავამ სამქულიანი ააცილა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე გიორგი ცინცაძემ საჯარიმო სროლებით 81:79 დააწინაურა „ქუთაისი“ და მატჩის ბოლო წამზე ილია შემოსიუკმა გამთანაბრებელი სამქულიანი რომ ააცილა, მასპინძელთ გამარჯვებაც დაფიქსირდა. ქუთაისელებს 29 ქულით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 11 ქულა გოგა ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა. „ბათუმში“ 29 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. ილია შემოსიუკმა 11 ქულა მოაგროვა. სუპერლიგის 26-ე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.