შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური, სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ატარებს
12.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური, სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ატარებს. ერთ-ერთ ასეთ პროცესს მე-9 საჯარო სკოლაში , ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სოციალური სამსახურის უფროსი დაესწრნენ. მერიის პროგრამა ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო) სკოლების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეშვიდე კლასის მოსწავლეების სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებას ითვალისწინებს. კონკრეტულად ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე გავრცელებული დაავადებების თიაქარის,სქოლიოზის,რეფრაქციის და ენდოკრინოლოგიური პრობლემების დროულად გამოვლენა ხდება პრევენციის მიზნით. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13000-მდე მოსწავლეს. გამოკვლევებს ტენდერში გამარჯვებული მე-4-ე სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმები ატარებენ.