შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოსო გიორგაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 11 პერსონალური კომპიუტერი და 7 პრინტერი სააჩუქრად გადასცა
07.04.2017
უკან დაბრუნება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას 11 პერსონალური კომპიუტერი და 7 პრინტერი სააჩუქრად გადასცა. პროექტი - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტურობის მიზნით“ 2015 წლიდან ხორციელდება და მისი ერთ ერთი კომპონენტია “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. ამ დროისთვის საპილოტედ შერჩეულია 15 მუნიციპალიტეტი მათ შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც. წყატუბოს მუნიციპალიტეტში საჯარო სამსახურების თანამშრომელებს აიტ უნარებში და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებაში ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ.