შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო
06.04.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილი ლექტორ მასწავლებლებს და სტუდენტებს , კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში შეხვდა. პრეზიდენტის საზოგადოების მოსაზრებები მოისმინა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მარგველაშვილს მიაჩნია რომ ქვეყნის მთავარი კანონის შექმნაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს . შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასაც,გიორგი მარგველაშვილი მოხარულია რომ შეხვედრა დებატების ფორმატში წარიმართება. მოსმენების კანონი იყო უნივერსიტეტში დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს რომ კანონი არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს .პრეზიდენტის თქმით სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება და ვალდებულება მოსმენების, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს რომ იყოს ორი გასაღები -ერთი სასამართლოს მეორე კი მოსმენების სააგენტოს ხელში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.