შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორთან დღეს პროექტის "საწირე-მომავლის-სოფელი" პრეზენტაცია გაიმართა
05.04.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორთან დღეს პროექტის "საწირე-მომავლის-სოფელი" პრეზენტაცია გაიმართა. საწირე ზემო იმერეთში, ბავშვებისა და ახალგაზრდების კურორტს წარმოადგენს. კურორტის განვითარების სტრატეგია პროფესორ დიმიტრი ჯაფარიძის მიერაა შემუშავებული და ტერიტორიული ერთეულის კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. ეს მოიცავს ერთის მხრივ ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მეორეს მხრივ, მცირე და საშალო ბიზნესის განვითარებას. პროექტის მიზანია, სოფლის ახალგაზრდებისთვის ცხოვრების და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერება. პროექტი, სრულიად შეესაბამება მთავრობის მიერ შემუშავებულ 4 პუნქტიან გეგმას და ახლახან მიღებულ დადგენილებას ქართული სოფლის განვითარების შესახებ. შეხვედრას სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნეს წარმომადგენლები და მედია სექტორი დაესწრო.