შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა, ლოზუნგით „ქუთაისს ესაჭიროება სკეიტ-პარკი“
05.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა, ლოზუნგით „ქუთაისს ესაჭიროება სკეიტ-პარკი“. როგორც ექსტრემალები განმარტავენ , სასრიალო ფიცრის ე.წ სკეიტ პარკის მოწყობას ხუთი წელია იღხოვენ.ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მოედნის მოწყობას ჯერ კიდევ გასულ წელს დაპირდა, თუმცა მოგვიანებით მერიაში განუმარტეს,რომ ბიუჯეტში თანხის არ არსებობის გამო,პრობლემის მოგვარება მომავალ წლამდე გადაიდო. ახალგაზრდები სკეიტ პარკის მოწყობასთან ერთად ორმაისობის ღონისძიებებშიც ითხოვენ ჩართვას. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ სკეიტ-პარკის განსათავსებელი ადგილის შერჩევა ამჟამად მიმდინარეობს,თუმცა ჯერ არაა გადაწყვეტილი თუ სად განთავსდება. რაც შეეხება ორ მაისობის ღონისძიებებში ჩასმას , ახალგაზრდები 7 000 ლარით დაფინანსებას ითხოვენ ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ,რომ აღნიშნული თანხის გადახდა ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.