შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კვლევის შედეგები შშმ პირთა ცხოვრების თემაზე
04.04.2017
უკან დაბრუნება
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“-თემის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები საზოგადოებას დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა გააცნეს. გამოკითხვა ქუთაისში, ბაღდათსა და ზესტაფონში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მა პირმა მიიღო. კვლევის თანამხმად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქტიურად არ არიან ჩართულები საარჩევნო პროცესებში. კვლევა პროექტის ფარგლებში ჩატარდა რომელსაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.