შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა
03.04.2017
უკან დაბრუნება
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. „ლოკომოტივი“ ექვსი ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ოთხი ქულით მეოთხე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ თბილისურ კლუბს „ტორპედოსთან“ 2006/07 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოუგია. ამ პერიოდში გუნდებმა ერთმანეთთან ოთხჯერ ითამაშეს, სამი შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი - ფრედ.