შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს
30.03.2017
უკან დაბრუნება
ტყიბულში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მამაკაცი სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.