შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭაბუკი მერკვილაძე- "ამ კანონის მიღება იგივეა ქართველ კაცს ღვინის დაყენება აუკრძალო''
06.03.2017
უკან დაბრუნება
მონადირეებმა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი იმ კანონპოექტს აპროტესტებენ, რომელიც სანადირო მეურნეობების მოწყობას და საფანტიანი თოფით ნადირობის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად ნადირობის მოყვარულებს აეკრძალებატ თავისუფლად ნადირობა და ისინი მხოლოდ იმ ზონაში ინადირებენ, რომელიც მეურნეობის საკუთრება იქნება. _“ ამ კანონის მიღება იგივეა ქართველ კაცს ღვინის დაყენება აუკრძალო, რადგან კანონპროექტის თანახმად მონადირეებს გვეკძალება საფანტიანი თოფით ნადირობა და ვალდებულება გვექნება სპეციალური გამოცდები ჩავაბაროთ, თუ ამ გამოცდებს ვერ ჩავაბარებთ ნადირობის უფლებას ვერ მივიღებთ.“ აცხადებს აქციის ერთ- ერთი მონაწილე ჭაბუკი მერკვილაძე მონადირეებმა აქცია ქუთაისში მდებარე საქათველოს პარლამენტთან გააგრძელეს