შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაიაის მერიაში დღეს მაკდონალდსის შენობის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო
24.02.2017
უკან დაბრუნება
ქუთაიაის მერიაში დღეს მაკდონალდსის შენობის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქისთვის მაკდონალდსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს რომ აღნიშნული შენობის პროექტი კულტურულ მემკვიდერეობათა სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია.