შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ პრეზენტაცია
20.02.2017
უკან დაბრუნება
დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, ასისტენტ-პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ადგილებს. პრეზენტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი, მოადგილეები ბექა ყანჩელი, ნიკა ლატარია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ტურიზმისა და გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. წიგნი გამოცემულია, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენაზე. აღნიშნულ სახელმძღვანელოში იმერეთის 13 მნიშვნელოვანი, ტურისტული ადგილია შეტანილი.