შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალბურთში სასკოლო პირველობის ფინალური მატჩი გაიმართა
20.02.2017
უკან დაბრუნება
წყალბურთში სასკოლო პირველობა,რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა,მასში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და სტუმრად მყოფი ბათუმის გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნულ ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი დაესწრო. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქუთაისის პირველი და ოცდამეთექვსმეტე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ამჯერად პირველი საშუალო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ფინალში გასული გუნდები საკრებულოს თავმჯდომარემ და სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური პრიზის მფლობელმა, მიხეილ გიორგაძემ მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.