შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში უკრაინის ქალაქ ჟიტომირის დელეგაცია იმყოფებოდა
20.02.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში უკრაინის ქალაქ ჟიტომირის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციას ჟიტომირის მერი სერგეი სუხომლინი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს ორ ქალაქს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოდგენს. სტუმრები ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ მიიღო. შეხვედრას ადმინისტრაციის და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსებიც დაესწრნენ. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობა დაგეგმეს. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული მეომრების შვილების ქუთაისში ჩამოყვანის და სარეაბილიტაციო კურსის გავლის პროექტი განიხილეს. ჟიტომირი და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან.