შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მერია და კონტროლის პალატა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გვაწვდიან“
17.02.2017
უკან დაბრუნება
პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას „მაკდოლნადსის“ ლობირებაში ადანაშაულებს ადა აცხადებს, რომ მერია კომპანიასთან თაღლითურ გარიგებაში შედის. წულაია თქმით, მერიის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ წერილში წერია, რომ კომპანიას პირველი რესტორნის მშენებლობის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტში 20 000 ლარის შესატანად ვადები არ ჰქონდა დაწესებული, რაც არ დასტურდება კონტროლის პალატის ინფორმაციაში. წულაიას ბრალდებას მერიაში "სასაცილოს" უწოდებენ. ადმინსიტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, რატომ არ ჩაირიცხა 30 თვეში თანხა ბიუჯეტში, წინა მთავრობას უნდა კითხოს, რომელმაც ვალდებულება აიღო.