შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფოტოკონკურს ,,ილო - 2016-ის“ ფარგლებში გამოცემული კალენდრის პრეზენტაცია, მერიის თეთრ დარბაზში შედგა
15.02.2017
უკან დაბრუნება
ფოტოკონკურს ,,ილო - 2016-ის“ ფარგლებში გამოცემული კალენდრის პრეზენტაცია, მერიის თეთრ დარბაზში შედგა. კალენდარი წელს ქუთაისელი ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის - სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა. სოფო ბობოხიძე სხვადასხვა კონკურსების მონაწილე იყო. 2017 წლის კალენდარში კი მის მიერ გადაღებული 2 ფოტოსურათია შესული, კალენდრის პრეზენტაციას სოფო ბობოხიძის დედა და ძმა ესწრებოდნენ. კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, ფოტოკონკურსი ,,ილო“ ქუთაისში 2007 წლიდან იმართება, 2011 წლიდან კი ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა. ფოტოკონკურსი ,,ილოს“ მონაწილეთა რაოდენობა დაარსების დღიდან დღემდე საგრძნობლად იზრდება.