შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სადაზღვეო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“ დასაქმების მაშტაბურ პროგრამას აცხადებს
13.02.2017
უკან დაბრუნება
სადაზღვეო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“ დასაქმების მაშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ასაკობრივი შეზღუდვის,სამუშაო გამოცდილების და უმაღლესი განათლების მოთხოვნის გარეშე აქვს შესაძლებლობა სადაზღვეო კომპანიის გუნდის წევრი გახდეს,პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებას სთავაზობს. „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმი ქუთაისში 20 თებერვალს,სასტუმრო ბაგრატში 10 საათიდან 18 საათამდე ჩატარდება.