შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის’ ეგიდით ბაღდათსა და ვანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 60 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები გადაეცათ
10.02.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის’ ეგიდით ბაღდათსა და ვანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 60 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები გადაეცათ. სავარძლები ბენეფიციარებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. იმერეთის მხარეში ეტლები 200–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უკვე გადაეცა. უახლოეს მომავალში სავარძლებით სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებიც დაკმაყოფილდებიან.