შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



6 და 7 თებერვალს აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი მე-2 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
25.01.2017
უკან დაბრუნება
6 და 7 თებერვალს აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი მე-2 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის პედაგოგებს შეეძლებათ. მონაწილეთა დაჯილდოვება კი გელათის სასულიერო აკადემიაში გაიმართება. შეირჩევა 3 საუკეთესო თემის ავტორი, რომელსაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულებს პრემია გადაეცემა. კონფერენცია მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.