შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა მომსახურებას სთავაზობს ქუთაისლებს შპს "ქართული ტრადიციები"?
23.01.2017
უკან დაბრუნება
შპს „ქართული ტრადიციები 2011-მა“ მედიას სასაფლაოთა დასუფთავების საპილოტე პროექტი წარუდგინა, რომელიც სასაფლაოების დასუფთავებისთვის ნებაყოფლობითი გადასდახადის დაწესებას ითვალისწინებს. წელიწადში 60 ლარის ოდენობით. პროექტის საფუძველს 2016 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევა წარმოადგენს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 80%-ი აღნიშნულ ინიციატივას ემხრობა. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი- სასაფლაოთა იდენტიფიცირება და ნომრების მინიჭება, 2017 წლის ტებერვალში დასრულდება. მე-2 ეტაპი მოსახლეობის ინფორმირება და ხელშეკრულების გაფორმებაა, ხოლო მე-3 ეტაპი კი ხელსეკრულებით აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს.