შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
21.01.2017
უკან დაბრუნება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 6.11კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემდა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს. 6,11კმ-იანი, სარეაბილიტაციო გზის მაქსიმალური სიგანე 5 მეტრია. რეაბილიტაციის შედეგად გზა, რომელიც სოფელ სკინდორსა და სხვა მაღალმთიან, სოფლებს ერთმანეთთან და ჭიათურასთან დააკავშირებს, ასფალტო ბეტონის საფარით დაიფარება. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს.