შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სასულიერო პირი ქუთაისში სამართალდამცავებს მის საკუთრებაში შეჭრასა და დამცინავ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს
19.01.2017
უკან დაბრუნება
სასულიერო პირი ქუთაისში სამართალდამცავებს მის საკუთრებაში შეჭრასა და დამცინავ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ თემაზე გიორგი ჯახუამ ბრიფინგი „გირჩი“-ს ქუთაისის ოფისში, ოფისის ხელმძღვანელთან, თემურ ცამციშვილთან ერთად გამართა. სასულიერო პირის განცხადებით, სამართალდამცველები მის სახლში 16 იანვარს, ღამით შევიდნენ, ჩხრეკა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატარეს და მარიხუანა წაიღეს. სასულიერო პირი განმარტავს, რომ მას მძიმე დაავადება სჭირს და მარიხუანას მკურნალობის მიზნით მოიხმარს. „გირჩი“-ს იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, გიორგი ჯახუას ინტერესებს მათი ოფისის ადვოკატი დაიცავს. ცამციშვილი იმასაც ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მსგავსი ფაქტები გახშირებულია.