შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მესხიშვილის თეატრისა და იმერეთის გუბერნიის ერთობლივი საჩუქარი სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს
11.01.2017
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ლადო მესხიშვილის პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. იმერეთის რეგიონში მცხოვრები 200–მდე სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლს ,,ჭინჭრაქა“ დაესწრო. წარმოდგენა სპეციალურად ამ ბავშვებისთვის გაიმართა.მათთან ერთად სპექტაკლზე იმყოფებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი. იმერეთის გუბერნატორმა ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და გვერდით დგომას დაპირდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბავშვებმა იმერეთის გუბერნატორთან, მოადგილეებთან და მსახიობებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.