7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ტრადიციული ,,ალილო" გაიმართება
06.01.2017
უკან დაბრუნება
7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ტრადიციული ,,ალილო" გაიმართება.
,,ალილოს" მონაწილეები ქუთაისის ქუჩებს მოლოცავენ , რომლის დროსაც შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს მოხუცთა პანსიონატს და ინვალიდთა სახლებს გადასცემენ.
საშობაო მსვლელობა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 12 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 7 იავარს საშობაო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით იმართება.