შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მე-2 იუბილარია
04.01.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მე-2 იუბილარია.მას დღეს 84 წელი შეუსრულდა. დაბადების დღისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა, რაც შეეხება საიბილეო დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებები პატრიარქის ჯანმრთელობის გამო გადაიდო და გაზაფხულზე აღინიშნება. ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; 1933 წლის 4 იანვარის ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა.1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკვანი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით,მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს პატრიარქ დავით მე-5-ის გარდაცვალების შემდეგ 23 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მისი ინტორნიზაცია 25 დეკემბერს მოხდა პატრიარქს ეწოდა სახელი ილია ll. 1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება. მისი მოღვაწეობის მანძილზე საქართველოში გაიზარდა ეკლესია-მონასტერთა ეპარქიების და სასულიერო პირთა რაოდენობა. აშენდა ყველაზე დიდი თაძარი წმნიდა სამების სახელობის, ჯვარდაწერილი მშობლების ყოველი მე-3 და მე-4 შვილი კი პატრიარქის ნათლულია. 2013 წელს ილია მეორე სამართლიანობის უმაღლესი ორდერით დააჯილდოვესს.