შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკანონმდებლო ორგანოში აქციზის ფასის ზრდაზე მსჯელობენ
16.12.2016
უკან დაბრუნება
სესიაზე დღეს დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტის ის თანმხლები კანონპროექტები უნდა დაამტკიცონ, რომლის მიხედვითაც იანვრიდან სიგარეტზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი ძვირდება. ასევე იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ეს ცვლილებები სოციალურ ვითარებას უკიდურესად დაამძიმებს და მოსახლეობას გააღარიბებს. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები აუცილებელია და ის ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.