შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
06.12.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კონსტანტინე მამისეიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს. ამჟამად მუნიციპალიტეტში სახურავის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის #3 კორპუსში, ზედა მესხეთის ბაღში, სოფელ ოფშკვითსა და სოფელ საყულიაში მდებარე სკოლამდელ დაწესებულებებში, დანარჩენი დაზიანებული კორპუსების შესაკეთებლად მიმდინარეობს მასალების მომარაგებისა და მოსამზადებელი სამუშაოები. კერძო მოსახლეობის სახლებისთვის კი შესაბამის ხარჯების გამოყოფის საკითხზე მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამგეობის სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასების და დახმარების ოდენობის განსაზღვრის კომისია,ხოლო სანატორიუმების სახურავების გადახურვისთვის დაწყებულია გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვის მისაღები პროცედურები. ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის დახმარებით მოხდა სტიქიის დროს მოთხრილი ხეების დამუშავება და შეშა სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადაეცა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად სახურავი დაუზიანდა 58 შენობას. მათ შორის 13 საერთო ბინას(7 ქალაქი, 6 სოფელი) 35 კერძო სახლს, 4 სანატორიუმს და 4 საბავშვო სახლს.