შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა
06.12.2016
უკან დაბრუნება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ”თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა სადაც საუბარი ქუთაისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქელბაქიანის თანამდებობრივ სარგოს შეეხო. წულაიას განცხადებით,საჯარო სამსახურის ბიურომ 2016 წლის 19 ოქტომბერს განიხილა საჯარო სამსახურში თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი.რაც იმას გულისხმობს,რომ მეწარმე პირს, რომელსაც მისი კერძო ბიზნესი აქვს, არ შეიძლება ადმინისტრაციულ ფუნქციებს ითავსებდეს. აღნიშნულ ბრალდებას ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ლელა ქელბაქიანმა ვერ უპასუხა,რადგან ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.