შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ
30.11.2016
უკან დაბრუნება
პარლამენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისი დადგენილებების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ თანამდებობები აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავეს, რაც მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდა. სანდრა რულოვსმა კი, მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თავად განაცხადა. პარლამენტის წევრებმა მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს.