შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მეწარმე ქალთა ფონდსა და საქართველოს პროფესიულ კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
25.11.2016
უკან დაბრუნება
2016 წლის 21 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „მეწარმე ქალთა ფონდსა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალტა კომიტეტს შორის. მემორანდუმის მიზანია,შეთანხმების მხარეებმა ერთობლივად განახორციელონ კონკრეტული მიზანმიმართული თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროიებისა და ტენდენციების იდენტიფიცირებისათვის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა და პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერ მართულიამ.