შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მერიაში მოსახლეობის მხრიდან დახმარების თხოვნით განცხადებები კვლავ შედის
25.11.2016
უკან დაბრუნება
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მერიაში მოსახლეობის მხრიდან დახმარების თხოვნით განცხადებები კვლავ შედის. ამ დროისათვის მერიაში 140-მდე განცხადებაა დაფიქსირებული. როგორც მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს, ქარმა ძირითადად კერძო სახლების და მრავალსართულიანი კორპუსების სახურავები დააზიანა. ნაკაშიძის თქმით, ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის, თუმცა როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ამბობს, ზარალის ანაზღაურებას ქალაქის ბიუჯეტი მარტო ვერ გაწვდება და ცენტრალური ხელისუფლების დახმარება დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში უკვე მეხუთე დღეა ძლიერი ქარია.