შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აქცია ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგელბში
07.11.2016
უკან დაბრუნება
„ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად“ ამ სლოგანით არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ ორგანიზებით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგელბში აქცია მოეწყო. 40-70 წლის ჩათვლით ქალბატონებს უფასო სკრინიგი ცნობილი მამოლოგების მიერ ჩაუტარდათ. სკრინიგ პროგრამა საქართველოში 2008 წელს დაინერგა, რომლის საშუალებით დაავადების გამოვლენა დროულად საწყის ეტაპებზე ხდება. ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდიალიანობის მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ღონისძიების მიზანი საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლმის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლებაა.