შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნა
07.11.2016
უკან დაბრუნება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიმიტრის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღესრულა და მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა,იკურთხა წმინდა ტრაპეზი. გადმოცემით 1380 წლის 8 სექტემბერს რუსეთის მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის კულიკოვოს ველზე რუსებისა და ოქროს ურდოს ჯარების ბრძოლა გაიმართა, რომლის დროსაც რუსების ჯარს მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი წინამძღვრობდა. ბრძოლა რუსების გამარჯვებით დამთავრდა. დიმიტრის შაბათი რუსეთის ეკლესიაში კულიკოვოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად დაწესდა, მოგვიანებით კი ეკლესიამ იგი მიცვალებულთა საყოველთაო დღედ აქცია.